ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
26 მარტს "დავასუფთაოთ საქართველო" კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის რაიონის სოფელ თამარისში ჩატარდება დასუფთავების აქცია
28/03/2011


პრესრელიზი

28 მარტი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
ლელა ყაჭეიშვილი
მწვანეთა მოძრაობა
დედამიწის მეგობრები-საქართვლო
PR მენეჯერი

26 მარტს "დავასუფთაოთ საქართველო" კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის რაიონის სოფელ თამარისში ჩატარდება დასუფთავების აქცია  

[PUBLICITY.GE] თბილისი,  28 მარტი, 2011 წელი - აქცია  ტარდება  პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში. რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი `საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა".   დასუფთავების აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.   სოფელ თამარისში დასუფთავების აქცია დაიწყება დილის 110:00 საათზე.  

პროექტი მიმდინარეობს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
  

წაკითხულია: 2874